red-wine-glass-hd-wallpaper-768x480

ბოკალის როლი

თუ შენიშნეთ, რომ ღვინის სმას მოუხშირეთ და ამით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი ახლობლებიც შეწუხდნენ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. უბრალოდ, დადგა დრო, ბოკალი გამოცვალოთ. ოდესღაც არსებობდა მითი, რომ თუ არაყს სათითეთი დალევდი, ისევე გვარიანად გამოთვრებოდი, როგორც დიდი სასმისის გამოცლისას. მაგრამ ამ შემთხვევაში თავად სასმელიც და მის შესაძენად გადადებული ფულიც დაგეზოგებოდათ. შესაძლებელია, ეს მითი ვიღაცამ საკუთარ თავზეც გამოსცადა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – სასმელს, ჭურჭელს, მის მოხმარებასა და ეფექტს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. სწორედ ამ თემაზე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალ Substance Use and Misuse-მა, რომელშიც აიოვას შტატის უნივერსიტეტის კვლევები იყო მოცემული.

FRANCE - 1950:  Edith Piaf (1915-1963), French singer.  (Photo by Gaston Paris/Roger Viollet/Getty Images)

პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს

„პუბლიკა გულში გიკრავს, თავის გულს გიხსნის და მთლიანად გშთანთქავს. შენ ივსები მისი სიყვარულით, ის კი შენით. შემდეგ ჩამქრალ დარბაზში გესმის მიმავალი ნაბიჯების ხმა. ეს ჯერ კიდევ შენი ნაბიჯებია. ჯერ კიდევ კარგად გრძნობ თავს. შემდეგ გადიხარ ქუჩაში და ხვდები, რომ მარტო ხარ.“   ტკივილითა და დარდით სავსე ცხოვრება, საყვარელი შვილისა და მამაკაცის დაღუპვით გამოწვეული სევდა, თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა და უდიდესი ტრიუმფი სასცენო კარიერაში…. ეს ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის, ცხოვრებაა..   ცხოვრება რომელიც 1915 წლის ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს დაიწო, როდესაც პარიზის ბნელ და ბინძურ ქუჩაში, იქ, სადაც მხოლოდ მაწანწალები დადიოდნენ,

20150909205144-red-wine-classy-evening-dinner

რა სარგებლობა მოაქვს ღვინოს

ძველი ელინები ღვინის დოზებს ასე აყალიბებდნენ: პირველი ჭიქა ჯანმრთელობაა, მეორე – კმაყოფილება, მესამე – ტკბილი ძილი… მეოთხე – თავხედობა, მეხუთე – ალიაქოთი, მეექვსე – ტაკიმასხრობა, მეშვიდე – სიბრმავე და მერვე – დანაშაული.ღვინის თვისებები საქართველოშიც კარგად იცოდნენ და ეს `ღვთიური სასმელი` თრობის საშუალებად იშვიათად მოიაზრებოდა.ქართველი კაცი ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდა და სხვა მრავალი დანიშნულების გარდა სისხლნაკლულობის, სისუსტის და უმადობის წამლადაც იყენებდა. ყანაში წასული გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე თუ სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდნენ. დიდმარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე. წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ.

sad-birthday_edit2

დღესასწაული ცრემლების გარეშე

  მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე საამაყო წარმომადგენელია. რადიკალურია მისი დამოკიდებულება საფრანგეთში არსებული “პრობლემებისადმი”… თუმცა, ეს თემა გვერდით გადავდოთ და გთავაზობთ მის ერთერთ პუბლიკაციას, “დღესასწაული ცრემლების გარეშე” სინამდვილეში, როგორც კი გართობას გადაწყვეტთ, დარწმუნებული იყავით, რომ მოწყენილობისგან მოკვდებით. იდეალური იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით დღესასწაულებზე. სამწუხაროდ, მოზეიმე იმდენად დაფასებული ტიპია, რომ ეს უარყოფა სოციალური იმიჯის მკვეთრ დეგრადაციას იწვევს. მომდევნო რამდენიმე რჩევა ყველაზე უარესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ (ბოლომდე მარტო დარჩენა, სასოწარკვეთაში თანდათანობით გარდამავალი მოწყენილობის მდგომარეობაში, იმ მცდარი შთაბეჭდილების თანხლებით, თითქოს სხვები მშვენივრად ერთობიან). დღესასწაული ცრემლების გარეშე   * თავიდანვე გააცნობიერეთ,

jon-somm-cover

ღვინო – ფრანგების დღეგრძელობის საიდუმლო

როგორც OECD-ს  (Organisation for Economic Co-operation and Development – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2015 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, საფრანგეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში; რესპუბლიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82-83 წელია, რითაც ის ერთერთ პირველ ადგილს იკავებს ევროპაში. აქვე ვკითხულობთ, რომ დასავლეთში, თამბაქოსა და ღვინის ყველაზე დიდი მოყვარულები ფრანგები არიან.     თამბაქოს რა მოგახსენოთ, თუმცა, საერთაშორისოდ ცნობილია ფრანგების სიყვარული ღვინისადმი; ამაში ჩვენ ვგავართ ერთმანეთს. მაგრამ, მე მგონია, რომ მათი სიყვარული ღვინისადმი უფრო წმინდაა.    მაშ ასე, კვლევების მიხედვით, ფრანგი მანდილოსნების უმეტესობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია. საინტერესოა ის

town-house-buildings-street-parks-tree-embankment-people-france-france-paris-paris

პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები

ქუჩაში მოძრაობის მიღებულ (და არა ოფიციალურ) წესებს განვიხილავ როგორც მასში მონაწილე ხალხის ზოგად ეთნო თუ ქალაქური ფსიქოპორტრეტის მთავარ მაჩვენებლად. არაერთხელ დამიწერია გაბრაზებულს ჩვენი ქალაქის უზრდელ მოქალაქეებზე სწორედ ქუჩაში მოძრაობის თბილისური რეალიების შემხედვარეს. პროექტისც კი დავწერე ამ თემაზე(თუმცა ჯერ ვერ დავაბინავე). პარიზში წასვლამდე მქონდა წარმოდგენა, რომ ქუჩაში მოძრაობის მონაწილე ობიექტები (მანქანები/მოტო/ველო ტრანსპორტი და ქვეითები) განუხრელად უნდა ემორჩილებოდნენ შუქნიშნებსა და ქუჩის სტოპხაზებს. ყოველთვის ვბრაზდებოდი, როდესაც თბილისში ვაწყდებოდი ავტომობილის მძღოლსა და ქვეითს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობას (მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქვეითის მუდარიანი თვალები მძღოლის მიმართ- მაცალე გზაჯვარედინის გადასვლაო, ან მანქანის დაძვრისწინა ქვეითის

nombre-voyageur-metro-paris

პარიზის მეტროს 12 მცნება

ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობისას, კარგად აღწერილი და დაუწერელი კანონები მოქმედებს. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სანამ სატრანსპორტო საშუალებაში ამოვყოფთ თავს, ჯერ ხალხი უნდა ჩამო- თუ გამოვუშვათ და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას თავაზიანობა შეიძლება ესმოდეს, როგორც დაგვიანებული მგზავრის შემოსაშვებად, საკუთარი ინიციატივით, მეტროს ვაგონის კარის დაჭერა, მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას და სამართალდამცავ ორგანოებს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული აზრი აქვთ. “ზრდილობის”, “დაუზარებლობის”, “თავაზიანობის” და “წესიერების” რეალური მნიშვნელობის საკუთარი მგზავრებისთვის ახსნას პარიზული RATP-ი შეეცადა და საგანგებოდ მათთვის “Manuel du savoir-vivre à l’usage du voyageur moderne”, ანუ ჩვენს ენაზე – “ზრდილობის სახელმძღვანელო თანამედროვე მგზავრისთვის” შეადგინა. სახალისო ესკიზებით და ილუსტრაციებით გაჯერებული